ჩვენ შესახებ
სიცოცხლე და მშვენიერება – Bios and aesthetics ეს არის LA BIOSTHETIQUE, ბრენდი, რომელიც საფრანგეთში 75 წლის წინ დაიბადა.
სამყარო ცვალებადია და დროის სვლასთან ერთად, ბევრი რამ ქრება, თუმცა, არასდროს იკარგება ის, რაც სიყვარულით შეიქმნა. ასეთია LA BIOSTHETIQUE.
ბუნებრივი ინგრედიენტების, სიღრმისეული კვლევებისა და მშვენიერების სიყვარულმა ათწლეულების მანძილზე საოჯახო ბიზნესი მსოფლიო ტრენდსეტერ ბრენდად აქცია.
მრავალწლიანი გამოცდილებითა და კომპეტენტური ცოდნით, ჩვენ, თმის, კანის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქციას ვქმნით, თუმცა, ეს არ ეძღვნება მხოლოდ გარეგან სილამაზეს. LA BIOSTHETIQUE აყალიბებს ტრენდებს, სტილსა და იმ ხედვას, რომელსაც ყოვლისმომცველი მშვენიერება ჰქვია. ის, რაც აღწევს თითოეულ მატერიამდე და აყალიბებს ჭეშმარიტებას.
სწორედ ამიტომ, LA BIOSTHETIQUE წლების მანძილზე იყო და არის ბერლინის მოდის კვირეულის მუდმივი პარტნიორი. შემთხვევითი არ არის, რომ LA BIOSTHETIQUE-ის პროდუქტების არომატის ავტორი გეზა შონია, გერმანელი პარფიუმერი, რომელმაც 2006 წელს, ყველასთვის ცნობილი სუნამოების ბრენდი – “Escentric Molecules” შექმნა.
LA BIOSTHETIQUE, როგორც ბრენდი, მუდმივად ეძებს სილამაზის ახალ ფორმებს და ადამიანებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. ასე გაჩნდა LA BIOSTHETIQUE GEORGIA – თანამედროვე, ევროპული სპექტრი ქართული სილამაზის ინდუსტრიაში.